კვლევა

კვლევა: მაიმუნები პატარა სათესლე ჯირკვლებით უფრო ხმამაღლა ყვირიან, ვიდრე სხვები

nextshark.com

Current Biology-ში გუშინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მყვირალა მაიმუნებს, რომლებიც ამ გზით მდედრებს იზიდავენ, ხოლო მტაცებლებს აფრთხობენ, სხვა მაიმუნებთან შედარებით, უფრო პატარა სათესლე ჯირკვლები და სპერმის ნაკლებობა აქვთ. 

ანთროპოლოგ ჯეიკობ დანსა და მის გუნდს კემბრიჯის უნივერსიტეტიდან სურდათ, რომ ენახათ, არსებობდა თუ არა ნეგატიური კორელაცია მყვირალა მაიმუნის ხმოვან მონაცემებსა და მათ სათესლე ჯირკვლებს შორის. გუნდმა ამის გასარკვევად 3D ლაზერული სკანერი გამოიყენა. 

მყვირალა მაიმუნებს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში შეხვდებით და ისინი, დაახლოებით, 7 კილოგრამს იწონიან, თუმცა მათი ღრიალი 128 დეციბილს აღწევს, რაც ვეფხვის ღრიალის ტოლფასია. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ მყვირალა მაიმუნებს სურთ შექმნან განწყობა თითქოს ისინი იმაზე დიდები არიან, ვიდრე რეალურად. 

კვლევის მიხედვით, მამრ მაიმუნებს, რომლებიც უფრო ხმამაღლა ყვირიან, უფრო პატარა სათესლე ჯირკვლები აქვთ და ისინი მცირე სოციალურ ჯგუფებში ცხოვრობენ, სადაც მამრი რამდენიმე მდედრზე დომინირებს. განსხვავებით მათგან, დაბალხმოვანი და დიდი სათესლე ჯირკვლების მქონე მამაკაცები უფრო დიდ სოციალურ ჯგუფს შეადგენენ და პარტნიორებს იყოფენ.

"ევოლუციური პირობების თანახმად, ყველა მამრი ცდილობს, რომ იმდენი შთამომავლობა დატოვოს, რამდენსაც შეძლებს, თუმცა როცა საქმე რეპროდუქციას ეხება, ყველაფერი ერთად ვერ გექნება,"- ამბობს ჯეიკობ დანი.

კომენტარები