ქართული კინო

გიგინეიშვილის "მძევლები" HBO-მ შეიძინა

0 კომენტარი

რეზო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები" პოპულარულმა ამერიკულმა სატელევიზიო ქსელმა HBO-მ შეიძინა. ფილმის სატელევიზიო პრემიერა არხზე სულ მალე შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს. 

"მძევლები" 1983 წლის თბილისის მოვლენებს ეხება, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდამ თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში, თავისუფალი სამყაროს სიმბოლოში გაქცევა გადაწყვიტა. გიგინეიშვილთან ერთად სცენარზე მწერალი ლაშა ბუღაძეც მუშაობდა. მისი ერთერთი პროდიუსეი ევა პუშინსკა კი ოსკაროსანი ფილმის "იდას" ერთერთი პროდიუსერი გახლდათ.

ფილმი ქართულ-პოლონურ-რუსული პროექტია, რომელიც ქართულმა და პოლონურმა კინოცენტრებმა ერთობლივად დააფინანსეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები