gem fest

Gem Fest-იდან ზუგდიდის საავადმყოფოში 7 ადამიანი გადაიყვანეს

gem fest

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-იდან გვიან ღამით ძლიერი ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში გვიან ღამით 7 ადამიანი გადაიყვანეს.

მათგან 4 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 

გუშინ კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციით გადაყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა. 

გუშინ Gem Fest-ის ადმინისტრაციამ ფესტივალზე ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ტერიტორიაზე შესაბამისი უწყებები არიან მობილიზებული, რომლებიც ამ მხრივ ვითარებას აკონტოლებენ.

"შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ბიო!" - წერია განცხადებაში. 

შსს-მ გარდაცვალების შემთხვევაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები