ავტოსაგზაო შემთხვევა

თურქეთში ავარიას 5 ემსხვერპლა, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა

anadolu

თურქეთში, ამასიის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სტამბოლიდან სამსუნში მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა 36 მგზავრი კი დაშავდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიცია შემთხვევის მიზეზებს სწავლობს.

კომენტარები