gem fest

Gem Fest-იდან ზუგდიდის საავადმყოფოში კიდევ 6 ადამიანი გადაიყვანეს

gem fest

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-იდან ღამით ზუგდიდის საავადმყოფოში 6 ადამიანი გადაიყვანეს. 

აღნიშნული პირებიდან გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცია მხოლოდ ერთ ადამიანს აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არაა.

დანარჩენი პირები კი საავადმყოფოში მზის დამწვრობისა და საკვებისგან მოწამვლის ნიშნებით გადაიყვანეს.

პოლიციამ გუშინ ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა, მათ 38 აბი ექსტაზი აღმოაჩნდათ.

სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებებით მოწამლისთვის გუშინ საავადმყოფოში 7 ადამიანი გადაიყვანეს.

კომენტარები