ბირთვული იარაღი

72 წელი დაბომბვიდან, იაპონია 140 000 დაღუპულის ხსოვნას პატივს მიაგებს

Reuters

იაპონია 72 წლის წინ, ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ დაღუპულთა მემორიალზე დღეს განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რათა ბირთვული იაღარი სრულად აიკრძალოს. 

"ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ მსოფლიო რომ ბირთვული იაღარი სრულად აიკრძალოს. მოწოდებული ვართ ვუხელმძღვანელოთ გლობალურ დიალოგს ატომური იარაღის გაუქმებისთვის", - თქვა აბემ.

იაპონიამ გაეროში ბირთვული იარაღის აკრძალვის პროექტის ინიცირებაც მოახდინა, თუმცა ყველა ქვეყანამ ვინც ატომურ იარაღს ფლობს ამ წინადადებაზე უარი თქვა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით აშშ-ის მიერ 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმას დაბომბვას 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ნაგასაკის დაბომბვის შედეგად კი 74 ათასი გარდაიცვალა. დაბომბვას მალევე იაპონიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადება მოჰყვა. 

ეს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ბირტული შეიარაღება სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს.

ჰიროსიმა დაბომბვის შემდეგ:

კომენტარები