ტერორიზმი

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: EPA

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სარიპულის პროვინციაში ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე 50 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა ძირითად ნაწილს ქალები, ბავშვები და ხანშიშესული მამაკაცები წარმოადგენენ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს. ტერორისტების სამიზნე შიიტი მუსლიმები იყვნენ. 

ავღანეთის მთავრობის ცნობით, თავდასხმაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და დაჯგუფება თალიბანის ტერორისტები მონაწილეობდნენ, თუმცა დაჯგუფება თალიბანი ქალების, ბავშვებისა და ხანშიშესულების დახოცვას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები