აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ტილერსონი ლავროვს: არჩევნებში რუსეთის ჩარევამ ორი ქვეყნის ურთიერთობები დააზიანა

აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი რექს ტილერსონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე, 12/04/2017
Alexander NEMENOV / AFP PHOTO

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ASEAN-ის რეგიონალური ფორუმის ფარგლებში შეხვედრისას, მხარეებმა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე ისაუბრეს.

ტილერსონის თქმით, მან ლავროვს უთხრა, რომ რუსეთის ჩარევამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა სერიოზულად დააზიანა. 

"არჩევნებში ჩარევამ სერიოზული ზიანი მიაყენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ჩვენ აღნიშნულ საკითხზე ლავროვთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ. მე შევეცადე მათთვის გამეგებინა, თუ რაოდენ სერიოზული საკითხია ეს და რამდენად სერიოზულად დააზიანა ამან აშშ-რუსეთის ურთიერთობები", - თქვა ტილერსონმა.

გარდა ამისა, ტილერსონის თქმით, აშშ-მა რუსეთი საპასუხო ზომების შესახებაც გააფრთხილა. მისი თქმით, ვაშინგტონი მოსკოვის საპასუხო ზომებს 1 სექტემბრისთვის გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ კრემლმა აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთისდან 755 ამერიკელი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა.

ტილერსონისა და სერგეი ლავროვს შორის აზიური ქვეყნების სამიტის ფარგლებში შეხვედრა, პირველი იყო მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა.

კომენტარები