ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში ღამის ცხოვრების განვითარების დეპარტამენტი შეიძლება გაჩნდეს

flickr.com

ნიუ-იორკში შესაძლოა, "ღამის ცხოვრების განვითარების დეპარტამენტი" გაჩნდეს. ახალი უწყება პროექტის მიხედვით ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ პუნქტებში დასაქმებულთა ინტერესებს დაიცავს და ქალაქის ღამის ცხოვრების განვითარებას ხელს შეუწყობს.

ნიუ-იორკის წარმომადგენლობითი ორგანოს სამომხმარებლო საქმეთა კომიტეტმა ამ სამსახურის შექმნას მხარი დაუჭირა. პროექტის ინიციატორთა აზრით, ქალაქის მერია ნაკლებად აქცევს ყურადღებას სექტორს, რომელიც ათასობით ადამიანს ასაქმებს და რომლის ბრუნვაც წელიწადში $10 მილიარდია. 

დეპარტამენტის შექმნისთვის აგვისტოს ბოლოს საბოლოო კენჭისყრა გაიმართება. 

კომენტარები