ხანძარი ზოოპარკში

თბილისის ზოოპარკში ერთერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკში ერთერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. ცეცხლი ე.წ „ილუზიონის“ შენობას გაუჩნდა, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხის მოტეხილი ტოტი სადენს დაეცა და მოკლე ჩართვა გამოიწვია. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

კომენტარები