ახალი ავტობუსები

დღეიდან, ახალი ავტობუსები №39 ხაზზე იმოძრავებს

თბილისის მერია

დღეიდან, №39 ავტობუსის მგზავრებს MAN-ის ახალი ავტობუსები მოემსახურება.

№39 მარშრუტზე ავტობუსები ვარკეთილის IV მ/რ-დან მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა MAN-ის 143 ავტობუსი. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ  № 9, 14, 21, 24, 37, 51, 61, 87, 88 და 140 მარშრუტებზე.

კომენტარები