აგვისტოს ომი

გიორგი მარგველაშვილი: აფხაზეთში პუტინის ვიზიტი არის ოკუპაციის უშედეგო ლეგიტიმაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"დღეს, როდესაც საქართველოს მხარეში, აფხაზეთში იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეს არის სრულიად უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

მარგველაშვილის თქმით, საქართველო ისევე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, როგორც მან 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა დაიბრუნა.

"2008 წელს კი არა 1921 წელს ქართველმა ბოლშევიკებმა მთელი საქართველო გადაუფორმეს საბჭოთა კავშირს და შულავერები და ორჯონიკიძეები ამა ქვეყნისა ზეიმობდნენ თბილისზე წითელი დროშის აღმართვას, მაგრამ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი და ჩვენ მაინც ბოლოს მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება, პირველ რიგში, არის ჩვენს სიმტკიცესა და ურყევობაში. არაფრის დიდებით არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე თითქოს საქართველო რაიმენაირად იყოს გაყოფილი, ან რაიმე ფორმით შერყეული. საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე", - ამბობს პრეზიდენტი

კომენტარები