Game of thrones

ჰაკერებმა ინტერნეტში Game of Thrones-ის მეხუთე სერიის სცენარი ატვირთეს

0 კომენტარი
ფოტო: HBO

დღეს, Game of Thrones-ის მე-7 სეზონის მეხუთე სერიის სცენარი ინტერნეტში, სატელევიზიო პრემიერამდე გავრცელდა.

ჰაკერებმა 1 აგვისტოს HBO-ს სერვერებიდან 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს და მას ინტერნეტში ეტაპობრივად ავრცელებენ. 

HBO ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი 2015 წელსაც გახდა, როდესაც Game of Thrones-ის მეხუთე სეზონის პირველი 4 სერია ინტერნეტში მოხვდა.

Game of Thrones პირატული გზით ნახვადი ყველაზე პოპულარული შოუა. მეშვიდე სეზონის პრემიერა არალეგალური გზით მისი გამოსვლიდან რამდენიმე საათში 93-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები