ხანძარი

მთაწმინდაზე ხანძრის ფართობი სწრაფად იზრდება

ხატია ყურაშვილი / Facebook

მთაწმინდაზე, ხანძარია, ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივს უკიდია. ხანძრის ფართობი სწრაფად იზრდება და ის ეშმაკის ბორბალს უახლოვდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარს ამ დროისთვის შვიდი სახანძრო ეკიპაჟი აქრობს.

ტაბულა ხანძრის შესახებ უახლეს ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

კომენტარები