ხანძარი

დავით ნარმანია: ღამის საათებში ვერტმფრენის გამოყენება არის ძალიან სარისკო

გიორგი მელაშვილი / facebook

მთაწმინდაზე, ხანძარია, ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივს უკიდია.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, სავარაუდოდ ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას სპეციალური ვერტმფრენი არ მიიღებს, რადგანაც "ღამის საათებში ვერტმფრენის გამოყენება არის ძალიან სარისკო."

ნარმანიას თქმით, ხანძრის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების რისკები აღარ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით ხანძარი კონტროლირებადია, ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე. სააგენტოში ამ დროისთვის ხანძრის ზუსტ ფართობს ვერ ასახელებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება რთული რელიეფის გამო რთულდება.

კომენტარები