ხანძარი

მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია, დამწვარია 2 ჰექტარი წიწვოვანი ტყე

გიორგი მელაშვილი / facebook

მთაწმინდის ფერდობზე არსებული ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ტაბულას განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძროს 70-მდე თანამშრომლები, რომლებიც ხანძრის პატარა კერებს აქრობენ.

თბილისის მერის თქმით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენების ჩართვა არ მოხდება, რადგანაც "ღამის საათებში ვერტმფრენის გამოყენება არის ძალიან სარისკო."

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით დამწვარია 2 ჰეტარის ფართობის მწვანე ნარგავები.

შსს-ში ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნოვთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები