NATO-საქართველოს ურთიერთობა

NATO ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ოფიციალურ ვიზიტს გმობს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალების შემსურელებელის, დილან უაითის თქმით, NATO რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის აფხაზეთში, საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩასვლას გმობს და მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ აფხაზეთის მონახულება დარეგულირების ძალისხმევას ხელს უშლის.

"ვლადიმირ პუტინის ვიზიტი საქართველოს რეგიონში, შეიარაღებული კონფლიქტის მეცხრე წლისთავზე, ზიანს აყენებს საერთაშორისო ძალისხმევას მოლაპარაკებათა გზით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. NATO ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლის არანაირ მცდელობას“, - განაცხადა უაითმა.

გუშინ, 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა.

კომენტარები