პარიზი

პარიზში მანქანა სამხედროებს დაეჯახა, დაშავდა 6 ჯარისკაცი

Reuters

პარიზის გარეუბანში მანქანა სამხედროებს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. BBC-ს ინფორმაციით, 6 ჯარისკაცი დაშავდა, 2 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოლიცია ავტომობილს ეძებს. 

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის პატრიკ ბალკანის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მიზანმიმართული აქტი იყო.

ცნობისთვის, საფრანგეთში 2015 წლის ნოემბრის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

კომენტარები