კომუნიკაციები

SMS მის უფასო ალტერნატივებთან აგებს - 2014 წლის შემდეგ SMS-ების რაოდენობა მცირდება

flickr.com

facebook, snapchat, viber, watsapp, telegram, instagram, skype და კიდევ სხვა მრავალი აპლიკაცია მომხმარებელბს შეტყობინებების გაგზავნის უფასო სერვისს სთავაზობს. ეს კი ბაზარზე დაახლოებით 20 წლის წინ დამკვიდრებულ ფასიან სერვისს - SMS-ს ავიწროვებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, რამდენიმე წელია რაც ქვეყანაში გაგზავნილი sms-ების რაოდენობა მცირდება. ამავდროულად, მცირდება სატელეფონო ოპერატორების sms შემოსავლები. ამასთანავე ოპერატორები უფასო სერვისების მხრიდან გაზრდილი კონკურენციის საპასუხოდ sms-ების ტარიფების დაწევას ცდილობენ.

რეკორდული რაოდენობის, 562 მილიონი sms ქვეყანაში 2014 წლის იანვარში გაიგზავნა, ამ თვეში მობილური ოპერატორების შემოსავლები sms-იდან 3.2 მილიონი ლარი იყო.  2017 წლის იანვარში ქვეყანაში 465 მილიონი sms გაიგზავნა და მისგან ოპერატორებმა 2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ეს 3 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. 2017 წლის ივლისში კი სულ 344 მილიონი sms გაიგზავნა, რაც 3 წლის წინანდელთან შედარებით 33%-ით ნაკლებია.

 

კომენტარები