ავიაცია

თბილისის აეროპორტში ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა

lufthansa

Tav Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგის მიხედვით 2017 წლის ზაფხულის სეზონზე პუნქტუალობით ყველაზე მეტად გერმანული გადამყვანი Lufthansa გამოირჩეოდა.

ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. Lufthansa
  2. Atlas Global
  3. Pegasus
  4. Aeroflot
  5. Aegean

2017 წლის სექტემბრიდან თბილისის აეროპორტს უფრო მეტი რეისის მიღება შეეძლება. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექსპლუატაციაში შევიდა მეორე ტერმინალი, რომელიც სრულად ფუნქციონირებას 2017 წლის სექტემბერში დაიწყებს და აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას დაახლოებით 4 მილიონ მგზავრამდე გაზრდის (ამჟამად 2.4 მილიონი მგზავრი). 

საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების რაოდენობამ 2017 წლის ივნისში მაქსიმუმს მიაღწია - 38 ავიახაზი 87 მიმართულებას ემსახურებოდა, კვირაში კი საშუალოდ 400 ფრენა ხორციელდებოდა. 2017 წლის შვიდ თვეში საქართველოს საჰაერო გზით ვიზიტორთა 21.3% ეწვია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2016 წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ნიშნულს (16.1%).

კომენტარები