ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს 10 აგვისტოს დაკრძალავენ

თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, მდინარი ბებიაშვილს ხვალ, 10 აგვისტოს დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის
მოპირდაპირე მხარე). ცხედარს ეკლესიიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

დაღუპულ ჯარისკაცს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში დაკრძალავენ.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა.

კომენტარები