ტურიზმი

საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე მეტ უარს ინდოეთის მოქალაქეებს ეუბნებიან

0 კომენტარი
ნარენდრა მოდი დელიში ფოტო: Getty Images

2017 წლის 7 თვეში საქართველოში რეკორდული რაოდენობის - 4 მილიონი უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა. 

ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაზრდილია საზღვრიდან გაბრუნებული უცხოელების რაოდენობაც. შსს-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოსვლაზე უარი 571 ინდოელ ვიზიტორს ეთქვა. ამ პერიოდში ქვეყანაში 27 ათასი ინდოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო ინდოელების 2.1%-ს საზღვარზე არ უშვებს.

საზღვრიდან გაბრუნებული 2922 პირიდან 19% ინდოეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილებზე თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები მოდიან. რეიტინგში ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნები ლიდერობენ. 

საქართველოდან გაბრუნებული პირები მოქალაქეობის მიხედვით:

  1. ინდოეთი - 571 
  2. თურქეთი - 492 
  3. აზერბაიჯანი - 418 
  4. რუსეთი - 230 
  5. სირია - 175
  6. უზბეკეთი - 171
  7. თურქმენეთი - 99
  8. სომხეთი - 88
  9. პაკისტანი - 85
  10. ეგვიპტე - 65

ინდოეთის მოქალაქის უკან გაბრუნების ყველაზე ცნობილი შემთხვევა 2017 წლის 4 ივლისს მოხდა, როდესაც საზღვარზე საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსული ქუშბუ კაუშალი არ შემოუშვეს.

კაუშალის თქმით, თან ყველა საჭირო დოკუმენტი ქონდა: ვიზა, დამსაქმებლის წერილი, სადაც ეწერა, შვებულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა, საბანკო ამონაწერი, სასტუმროს ჯავშანი, ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევა.

წელს საქართველოში ინდოელი ვიზიტორების ნაკადის ზრდა შეიმჩნევა. 2017 წლის 7 თვეში ქვეყანაში 32 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 100%-ით მეტია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

რას გვიჩვენებს და ცვლის პატრიარქის მოსაყდრის დადგენა?

კომენტარები