საფრანგეთის ალპები

საფრანგეთის ალპებში მონბლანზე ასვლის დროს, ორი გერმანელი ალპინისტი გაიყინა.  

Reuters

საფრანგეთის ალპებში მწვერვალ მონბლანზე ასვლის დროს, ორი გერმანელი ალპინისტი გაიყინა.

40-50 წლის მამაკაცები სამშაბათს დაიკარგნენ, მათი ცხედრები კი დღეს დილით, 4250 მეტრზე აღმოაჩინეს.

ალპინისტების დაღუპვის მიზეზი უამინდობა გახდა. ამინდის გაუარესების გამო მათ გადაადგილება ვეღარ შეძლეს და ადგილზე გაიყინენ.

საფრანგეთის პოლიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ გერმანელი ტურისტების მიერ არჩეული გზა დასაშვებია მხოლოდ კარგ ამინდში. მათივე თქმით, ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაცია სამშაბათ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.

კომენტარები