ოკუპაცია

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი გაათავისუფლეს

radiotavisupleba.ge

წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურთან საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული უტა სამუშია გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბუალას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ როგორ მოხდა მისი გათავისუფლება. ოკუპანტებმა სამუშია ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით  გუშინ დააკავეს.

რუს ოკუპანტებს ჯერჯერობით კვლავ დაკავებული ყავთ კიდევ ერთი ადამიანი, თენგიზ მიქავა. მიქავაც რუსმა ოკუპანტება, სოფელ ტყაიადან ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას უთხრეს, ამის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს სამუშაოები მის გასათავისუფლებლად.

კომენტარები