აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

დონალდ ტრამპი: აშშ-ს სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან ჩრდ. კორეის წინააღმდეგ

cnbc.com

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან თუ ჩრდილოეთ კორეა დაუფიქრებლ გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის წინააღმდეგ.

"ყველა სამხედრო ტექნიკა ადგილზეა და სრულ მზადყოფნაშია.იმედი მაქვს, კიმ ჩენ ინი გონვრულად იმოქმედებს და გამონახავს სხვა გზას "- წერს ტრამპი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა გუამის კუნძულს სარაკეტო იერიშისთვის ემზადება, სადაც ამერიკული ბაზა მდებარეობს.

წყნარი ოკეანის კუნძულის თავდაცვის უწყება, მოსახლეობას უკვე აფრთხილებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში თვალი მოარიდონ კაშკაშად მანათობელ ობიექებს და ცეცხლს, რადგან შესაძლოა ამან მათი დაბრმავება გამოიწვიოს. ასევე თავდასხმის შემთვევაში მოქალაქეები უნდა დაწვნენ იატაკზე და თავზე ხელები აიფარონ, ასეთ პოზაში ისინი 1 წუთის განმავლობაში მაინც უნდა იწვნენ, რადგან აფეთქების ტალღების გავრცელებას 30 ან მეტი წამი სჭირდება.

კომენტარები