უბედური შემთხვევა

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

metro.us

მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ, სოფელ ნიჩბისთან მოხდა. სააგენტოს ცნობით, მაშველებს 18 წლის ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები