სარკინიგზო ავარია

ეგვიპტეში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

BBC

ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი, დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ ალექსანდრიაში მაშინ მოხდა, როდესაც ქაიროდან მომავალი მატარებელი პორტ სედიდან მომავალ მატარებელს შეეჯახა.

ინციდენტის ადგილას საგანგებო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ამ დრომდე უცნობია, შეჯახების გამომწვევი მიზეზები.

კომენტარები