14 აგვისტოს თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ორშაბათს, 14 აგვისტოს, ელექროენერგიის მიწოდება თბილისის შვიდ რაიონს შეეზღუდება. თელასის ცნობით, მიზეზი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კობცოვის, ლაღიძის, მესხეთის, ჯანელიძის, ქობულაძის, მათიაშვილის, ჩოჩუას და ბუცხრიკიძის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, რომელაშვილის, ჟღენტის, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, ვასილ თამარაშვილის, კოდალოს, დობროლუბოვის, კალუჟინის, სართანიას და კურნატოვის   ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის,  გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, ლერმონტოვის, კოტე აფხაზის, საიათნოვას და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ბოლქვაძის, პანკისის და ბალანჩივაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის X კვარტლის, სამხედრო დასახლების, კალოუბნის, შუამთის, აბაშვილის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

თელასიბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და ამბობს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

კომენტარები