მეცნიერება

ადამიანისთვის ღორის ორგანოების გადანერგვა, შესაძლოა, რეალობად იქცეს

0 კომენტარი
ფოტო: nytimes.com

ადამიანისთვის ცხოველის ორგანოების გადანერგვა, შესაძლოა, რეალობად იქცეს. The New York Times-ის ცნობით, მკვლევრებმა გოჭების გენეტიკური კოდის ისე შეცვლა შეძლეს, რომ მათი ორგანოები ადამიანისთვის მავნებელ ვირუსების აღარ ატარებს. ექსპერიმენტის შედეგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მსოფლიოში ორგანოთა მომლოდინეთა რიცხვი გაცილებით დიდია, ვიდრე ორგანოების რაოდენობა. დოქტორი დავიდ კლასენი, რომელიც ორგანოების გაცვლის გაერთიანებული ქსელს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ გასულ წელს სულ 33.600 ორგანო გადაინერგა, რიგში კი 117 ათასამდე პაციენტია.

ღორის ორგანოების ადამიანისთვის გადანერგვის იდეა მეცნიერებს ათწლეულებია, აქვთ. ეს ორგანოები შესაბამისი ზომისაა და თეორიულად, საკმარისად მსგავსია, რომ ადამიანის ორგანიზმში ფუნქციონირებდნენ. მაგალითად, ღორის გულის სარქველის გადანერგვა უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა.

მაგრამ, 1990-იანი წლების ბოლოს გაირკვა, რომ ღორის დნმ-ში ვირუსთა გენეტიკური კოდები მსგავსია იმ გენეტიკური კოდისა, რომელიც მაიმუნებში ლეიკემიას იწვევს. შემდეგ მკვლევრებმა ლაბორატორიაში ღორის და ადამიანის თირკმლის უჯრედები ერთად გაზარდეს - ვირუსები ადამიანის უჯრედებზე გადავიდა.

ახალი კვლევა ბოლო წლების ორი მთავარი მიღწევას აერთიანებს - გენეტიკური კოდის ცვლილებასა და კლონირებას. დოქტორ ჩარჩმა და მისმა კოლეგებმა ღორის გენომების დნმ-ის კლონირება გააკეთეს და შეცვალეს. გენეტიკური მასალის ემბრიონად ქცევის შედეგად, ახალი, კლონირებული გოჭები დაიბადნენ. მრავალი ემბრიონიდან სულ 15 გოჭი დაიბადა და გადარჩა, არცერთ მათგანს ხსენებული ვირუსები არ ჰქონდა.

თუ ღორის ორგანოები ადამიანისთვის მართლაც უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდება, ეს შესაძლოა, დიდი ცვლილებების დასაწყისი აღმოჩნდეს. თუმცა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ცდების საბოლოო შედეგი ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადია. სავარაუდოდ, ღორის ორგანოების გადანერგვის უსაფრთხოების დადგენასა და ამის დაშვებას წლები დასჭირდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

„შენ იქნები ადამი და ის იქნება ევა“ - ირმა ინაშვილმა კანდიდატი სიმღერით წარადგინა

კომენტარები