ავტოავარია

ორი ავტოავარია ბათუმში - დაშავებულია სამი ადამიანი

metro.us

ბათუმში ორი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთი შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ინტერპრესნიუსი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მეორე შემთხვევა კი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავებული მძღოლი საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროშიმ ორივე ავტოსაგზარო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრასპორტო მოძრაობის წესების დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები