ავტოავარია

ყვითელი ავტობუსისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ტაბულა

ავლაბარში, ბარათაშვილის ხიდთან, N23 ავტობუსისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ფოტო: ტაბულა

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


ფოტო: ტაბულა

კომენტარები