აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

ტრამპი გუამის გუბერნატორს: მსოფლიო მასშტაბით პოპულარულები გახდით

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუამის გუბერნატორს ედი კალვოს დაურეკა და აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა გამოუცხადა.

"შესაძლოა ამას ყველა პრეზიდენტი გპირდებოდათ, მაგრამ მე თქვენ აუცილებლად დაგიცავთ", - უთხრა ტრამპმა კალვოს.

გარდა ამისა, ტრამპმა გუამის გუბერნატორს პოპულარობაც მიულოცა. ტრამპმა აღნიშნა, რომ მსოფლიო პრესა გუამაზე საუბრობს, რაც კუნძულზე ტურიზმის განვითარებას მოიტანს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს კუნძულ გუამაზე მდებარე სამხედრო ბაზის დაბომბვით დაემუქრა. ტრამპმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან თუ ჩრდილოეთ კორეა დაუფიქრებლ გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის წინააღმდეგ.

კომენტარები