ინდოეთი

ინდოეთში, ერთ-ერთ სახელმწიფო საავადმყოფოში სულ მცირე 60 ბავშვი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ინდოეთში, უტა-პრადეშის შტატის ერთ-ერთ სახელმწიფო საავადმყოფოში უკანასკნელ 5 დღეში სულ მცირე 60 ბავშვი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატების ტექნიკური გაუმართავობა იყო, თუმცა არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ კლინიკის მიერ ჟანგბადის მიწოდების მილები, მიმწოდებელმა ორგანიზაციამ, კლინიკას გადასახედების გადაუხდელობის გამო ჩაუჭრა. 

ადგილობრივი ხელისუფლება გადასახადებთან დაკავშირებულ პრობლემას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ პაციენტები ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპნენ, რადგან მათი დიდი ნაწილის მდგომარეობა უმძიმესი იყო.

მომხდართან დაკავშირებით, ადგილობრივი პოლიცია გამოძიებასაც აწარმოებს. მათი თქმით, გამოძიება დასკვნას 24 საათის განმავლობაში გამოიტანს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დაპირისპირება მერიასთან - ენმ-ის წევრებს შენობაში შესვლის უფლებას პოლიცია არ აძლევს

კომენტარები