ავტოსაგზაო შემთხვევა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სატვირთო მანქანა ქუჩაზე ფეხით გადასვლის დროს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები