მეწყერი ინდოეთში

ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლას სულ მცირე 46 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ინდოეთში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში მეწყერის ჩამოწოლას სულ მცირე 46 ადამიანი ემსხვერპლა

მეწყერი ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ჩამოწვა და 2 ავტობუსი, 2 ავტომობილი და 1 მოტოციკლი ქვეშ მოიყოლა. მაშველებმა მხოლოდ 5 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები