მეწყერი

სიერა-ლეონეში მომხდარ მეწყერს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

BBC

სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრითაუნში მომხდარ მეწყერს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მეწყერი ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ქვეყნის ვიცეპრეზიდენტის თქმით, უამრავი საცხოვრებელი სახლი მთლიანად მიწისა და ტალახის ქვეშ არის მოყოლილი. მისივე ვარაუდით დაღუპულთა რაოდენობა ასს აღემატება.

BBC-ის ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის დროს, მოსახლეობის დიდ ნაწილს ეძინა.

კომენტარები