განზრახ მკვლელობა

ყოფილი ცოლის ელექტროსადენით გაგუდვაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა 2017 წლის 23 აპრილს, თბილისში, ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით, ცოლი ელექტროსადენით გაგუდა. 

„ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

4 შვილის დედა მოკლული ერთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გიორგი ჯანაშვილმა მირანდა ვაჩეიშვილი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლა. პოლიციამ ის მოგვიანებით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დააკავა. 

მოკლულის ოჯახის წევრების განცხადებით, გიორგი ჯანაშვილი მათ ხშირად ემუქრებოდა, რის შესახებაც მათ შსს-საც მიმართეს. მათი თქმით, გიორგი ჯანიაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ შემაკავებელი ორდერიც გამოსცა, რის შემდეგაც ჯანიაშვილმა ყოფილი ცოლის მეგობრის სახლის დაწვა სცადა.

კომენტარები