გარემოს დაცვის სამინისტრო

თელავში შველი იპოვეს, რომელსაც სამი კიდური აქვს მოტეხილი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, მოქალაქემ დაზიანებული შველი იპოვნა და გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობა.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო. ვეტერინართა კონსულტაციით გადაწყდა, რომ შველი დროებით დარჩეს ადგილზე, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო. ამ დროისთვის, ცხოველი იმყოფება ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო.

კომენტარები