სირიის კრიზისი

ალეპოს ზოოპარკიდან იორდანიაში გადაყვანილმა ლომმა ბოკვერი გააჩინა

0 კომენტარი
ფოტო: AHU SAVAN AN | FOUR PAWS

სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ განადგურებული ალეპოს ზოოპარკიდან იორდანიაში ალ-მავას ეროვნულ ნაკრძალში გადაყვანილმა ლომმა ბოკვერი გააჩინა.

ლომი სახელად დანა, ალ-მავას ნაკრძალში თურქეთის გავლით გადაიყვანეს. მის გარდა ალეპოდიან იორდანიაში კიდევ 4 ლომი, 2 ვეფხვი და 2 დათვი ჩაიყვანეს. სამთვიანი ოპერაციის ორგანიზატორი ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია Four Paws იყო.

ახალდაბადებულ ბოკვერს ჰაჯარი დაარქვეს.

აღსანიშნავია, რომ ლომმა ბოკვერი იორდანიაში ჩასვლიდან რამდენიმე საათში გააჩინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები