საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი

ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტში სამუშაო პროცესი დროებით აღდგა

საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი
rs.ge

ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტში სამუშაო პროცესი დროებით აღდგა. თუმცა, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ღამის 12 საათზე, საგანგებო ვითარებით გამოწვეული საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით,  15 აგვისტოს დილის  6 საათამდე, "ყაზბეგი" კვლავ შეწყვეტს მუშაობას.  

ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტში სამუშაო პროცესი დარიალის ხეობაში ღვარცოფის წარმოშობის გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, რამდენიმე საათის წინ შეწყდა. საბაჟოდან თანამშრომლებისა და მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები