შსს

შსს: 294 შეკვრად დაფასოებული ბიო ამოვიღეთ, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში 1985 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 294 შეკვრად დაფასოებული ე.წ. ბიო ამოიღეს. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვას. 

კომენტარები