წონაში კლება

კაცი, რომელმაც მამობისთვის მზადებისას 23 კილოგრამამდე დაიკლო

0 კომენტარი
ფოტო: independent.co.uk

კორეელმა, ჰიუ გუონმა, მამობისთვის მზადებისას 23 კილოგრამამდე დაიკლო.

ჰიუ გუონი და მისი ცოლი, ნიკოლა, 5 წელია დაქორწინებულები არიან და ერთად ქმნიან ინტერნეტ კომიქს "My Korean Husband".

გუონს დიდი ხნის განმავლობაში სურდა წონის დაკლება, მაგრამ საბოლოოდ მან ამის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა ცოლმა ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართა შვილის გასაჩენად და ნახა თუ როგორი რთული პერიოდი იყო ეს ნიკოლასთვის.

ინ ვიტრო განაყოფიერების პირველი მცდელობა უშედეგო გამოდგა, ამის შემდეგ ჰიუმ ცოლისთვის სტიმულის მისაცემად გადაწყვიტა წონაში დაეკლო და ამისთვის ბევრი იმუშავა.

6 თვის განმავლობაში ჰიუ დარბოდა, იკვებებოდა ჯანსაღად, აკეთებდა სპეციალურად მასზე მორგებულ ვარჯიშებს და საბოლოოდ 23 კილოგრამამდე დაიკლო. მისი თქმით, მას აქამდე არ ჰქონდა სტიმული, ახლა კი მისი ცოლი და მომავალი შვილი საკმარისი მოტივაცია გამოდგა წონის დასაკლებად.

ნიკოლა გუონმა სოციალურ მედიაში ასევე დაწერა, რომ ის ორსულადაა და წლის ბოლოს მას ბავშვი გაუჩნდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები