ქალთა უფლებები

სექსუალური შევიწროება - ტეილორ სვიფტმა სასამართლო დავა მოიგო

0 კომენტარი

პოპ ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა რადიო KYGO-ს ყოფილ DJ-ის დევიდ მიულერს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა და 10 აგვისტოს დენვერში გამართულ სასამართლო პროცესზე დავა მოიგო.

სვიფტის თქმით, მიულერმა მას 2013 წელს ფოტოს გადაღებისას კაბა აუწია და ხელი უკანალზე მოუჭირა. 

მიულერმა მომღერალს თავად უჩივლა 2015 წელს და განაცხადა, რომ სვიფტის "ცრუ ბრალდებების" გამო, მან სამსახური დაკარგა, რის გამოც მომღერლისგან კომპენსაციის სახით 3 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტმა სვიფტმა მისთვის სასამართლოში ეჩივლა და ზარალის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1$ მოითხოვა.

ამერიკულ წრეებში პოპ ვარსკვლავის ეს ნაბიჯი ფემინისტურ ჟესტად შეაფასეს, რადგან ის ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ იბრძოდა და არა ფულისთვის. თავად სვიფტი კი აღნიშნავს, რომ სურს ეს სხვა ქალებისთვის მაგალითად დარჩეს. 

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ტეილორ სვიფტის დაცვის წევრი და სკანდალური ფოტოს ავტორიც დაკითხეს, ასევე მიულერის იმჟამინდელი შეყვარებული, რომელიც ფოტოში სვიფტის გვერდით დგას. 

დაცვის წევრმა და ფოტოგრაფმა დაადასტურეს სექსუალური შევიწროების ფაქტი, ხოლო მიულერის ყოფილმა შეყვარებულმა თქვა, რომ ის უკან არ იყურებოდა და არ დაუნახავს. 

თავად მიულერი აცხადებს, რომ მან ტეილორს წელზე მოკიდა ხელი, თუმცა ფოტო ცხადყოფს, რომ ის ცრუობს.

 
მიულერის ადვოკატის მიერ დასმულ კითხვაზე, რას იფიქრა მომღერალმა მაშინ, როდესაც DJ-მ სამსახური დაკარგა, სვიფტმა მტკიცედ უპასუხა, რომ არ მისცემდა საშუალებას, თავი დამნაშავედ ეგრძნო. ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი მიულერის გადაწყვეტილება იყო და არა მისი. 

11 აგვისტოს ტეილორ სვიფტს სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და მან პროცესი მოიგო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები