აშშ-ირანი

როუჰანი: სანქციების გაფართოების შემთხვევაში ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გამოვა

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი
Reuters

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აშშ-ის მიერ სანქციების გაფართოების შემთხვევაში, ირანმა შესაძლოა ბირთვული შეთანხმდება დატოვოს.

"სანქციების გაფართოების წარუმატებელმა ცდამ, აშშ მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიყვანა. თუ მათ სურთ, რომ ასეთ მეთოდს დაუბრუნდნენ, ჩვენც რამდენიმე საათში დავუბრუნდებით ჩვენს ძველ სიტუაციას", - აცხადებს როუჰანი.

ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის შეთანხმება მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წლის ივლისში შედგა - ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად მოხსნის პირობა მიიღო.

კომენტარები