პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული

0 კომენტარი
შაჰ - დენიზის მილსადენი ფოტო: bp.com

საქსტატმა დღეს 2016 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანაში გასულ წელს უცხოური ინვესტიციების სახით $1.56 მილიარდი შემოვიდა, რაც 2015 წელთან შედარებით 0.1%-ით მეტია.შემოსული ინვესტიციების 84% ათ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანაზე მოდის. რეიტინგში ინვესტიციების 35%-ით ($558 მილიონით) პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რაც შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობას უკავშირდება. 

ანგარიშის მიხედვით საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი:

  1. აზერბაიჯანი - $558 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1.5%
  2. თურქეთი - $203 მილიონი, ზრდა წინა წელთან 182%
  3. დიდი ბრიტანეთი - $118 მილიონი, კლება წინა წელთან 70%
  4. ნიდერლანდები - $97 მილიონი, კლება წინა წელთან 39%
  5. ლუქსემბურგი - $88 მილიონი, კლება წინა წელთან 25.5%
  6. პანამა - $75 მილიონი, ზრდა წინა წელთან 680%
  7. ჩეხეთი - $64 მილიონი, ზრდა წინა წელთან 447%
  8. აშშ - $53 მილიონი, ზრდა წინა წელთან 150%
  9. ვირჯინიის კუნძულები - $44 მილიონი, ზრდა წინა წელთან 83%
  10. დანარჩენი ქვეყნები - $262 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ორი ოფშორული ზონაც (პანამა და ვირჯინიის კუნძულები). ოფშორულ ზონებს ქართული ბიზნესები ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.

საქსტატის მონაცემებით, რეინვესტიციის მოცულობამ 2016 წელს $287 მილიონი შეადგინა, ეს კი მთლიანი უცხოური ინვესტიციების პორტფელის 18%-ია.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ 2016 წელს $671 მილიონი ჩაიდო. შემდეგ ადგილზეა მშენებლობა - $129.5 მილიონი და საფინანსო სექტორი $129 მილიონი. ენერგეტიკის სექტორში კი ინვესტიციების მოცულობა 5%-ით შემცირდა და მან $117 მილიონი შეადგინა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები