მერია

თბილისის 819-მილიონიანი ბიუჯეტი შესაძლოა, 1.5 მილიონით გაიზარდოს

თბილისის მერია

ქალაქ თბილისის 819 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი შესაძლოა კიდევ 1.5 მილიონი ლარით გაიზარდოს, ამის შესახებ დღეს ქალაქის საკრებულოში მსჯელობდნენ

საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის წევრის, ჯაბა სამუშიას თქმით, აღნიშნული ცვლილებები საქართველოს მთავრობის 10 აგვისტოს #1673 განკარგულების საფუძველზე  ხორციელდება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ბიუჯეტში გამოყოფილი  500 ათასი ლარი 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის  სალიკვიდაციო ღონისძიებებს მოხმარდება. ასევე, აღნიშნული ცვლილების თანახმად, განვლილ პერიოდში მიღებული ეკონომიებიდან გამომდინარე ბიუჯეტში არსებული თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა.

საკრებულოს ოპოზიცია კი ცვლილებებს მხარს არ უჭერს. ოპოზიციის შეფასებით არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ბიუჯეტის ზრდა ქართული ოცნების პარტიული აქტივის დასაქმებასა და საბიუჯეტო სახსრებით უკანონო აგიტაციაში დაიხარჯება.

წელს თბილისის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 16 მილიონით მეტია. 

კომენტარები