საკონსტიტუციო ცვლილებები

უმრავლესობა ოპოზიციას: განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ დიალოგის განახლებას სთავაზობს. რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ "ქართული ოცნება" მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო პოლიტიკური დიალოგისთვის გამოიყენოს.

"ამიტომ, ყველა კვალიფიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, საზღარგარეთ კი, ყველანი წარმოვადგენთ - საქართველოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი" - თქვა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი შეხვედრისთვის ტექნიკურად მზად არის.

"ადგილის, დროის შესახებ, ოპოზიციურ პარტიებს დაუკავშირდება პარლამენტის აპარატი" - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო. მისი საბოლოო დამტკიცება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

კომენტარები