ტურიზმი

ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე, სავარაუდოდ გადადგა

ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ სავარაუდოდ თანამდებობა დატოვა. ჩოგოვაძის გადადგომა სავარაუდოდ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ის ორგანიზებაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

უკვე სახელდება ჩოგოვაძის სავარაუდო შემცვლელიც,  საქმის კურსის ინფორმაციით, ის შატო მუხრანის დამფუძნებელი ჟან ფრედერიკ პოლსენი იქნება. პოლსენი ასევე ფლობს კომპანია ველინგტონს, რომელიც ჩიფსებს აწარმოებს. პოლსენი ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც არის. 

ელექტრონული მუსკის ფესტივალი Gem Fest-ი სახელმწიფომ 1.98 მილიონი ლარით დააფინანსა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრულად დაფარა პრაქტიკულად ყველა მაღალანაზღაურებადი DJ-ის გამოსვლა. თუმცა როგორც ირკვევა ერთთვიანი ფესტივალი კომერციულად წამგებიანი აღმოჩნდა, რის გამოც Gem Fest-ის ორგანიზატორებს დასაქმებულთა მიმართ ასობით ათასიანი დავალიანებები დაუგროვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2017 წლისთვის 52 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ამ თანხით ადმინისტრაცია ორი ძირითადი მიმართულებით ხარჯავს თანხებს, ესენია საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება და საქართველოში ტურისტებისთვის პოტენციურად მიმზიდველი ღონისძიებების დაფინანსება. ამ მხრივ ყველაზე მეტი თანხა პროექტ Check in Georgia-ზე მიდის.

გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ადმინისტრაციას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. იქამდე აღნიშნულ პოსტზე Gem Fest-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა მუშაობდა. 2014-ში სიგუას გადადგომა ელექტრონული მუსკის ფესტივალ კაზანტიპს უკავშირდებოდა. 

კომენტარები