Game of thrones

System of a down-ის სერჟ ტანკიანმა Got-ის სიმღერა შეასრულა

Got.com

ლოს ანჯელესში გამართულ Game of Thrones-ის კონცერტზე, System of a down-ის წევრმა, სერჟ ტანკიანმა ლანისტერების საგვარეულო სიმღერა "The Rains of castamere" შეასრულა. ტანკიანმა ის მისთვის განსხვავებული სტილით, ორკესტრთან ერთად იმღერა. 

სიმღერა Got-ის ფანებისთვის კარგად არის ნაცნობი. ის სერიალში მაშინ ჟღერდება ხოლმე, როდესაც რამდენიმე წუთში საშინელება უნდა მოხდეს. სიმღერა ყველაზე დასამახსოვრებელი წითელი ქორწილის დროს იყო.

"The Rains of Castamere"-ის თავდაპირველი ვერსიის ავტორი ჯგუფი The National-ია.

 

კომენტარები