თბილისობა 2017

თბილისობა 7-8 ოქტომბერს გაიმართება, მერია მსურველებისგან პროექტებს და იდეებს იღებს

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

წელს, თბილისობა 7-8 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის ცნობით, "სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს". თბილისობის მთავარი ლოკაციები "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იქნება.

"თბილისობა 2017"-ის ფარგლებში,  მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. 

თბილისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, მერიაში უკვე შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია. ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე მიიღება, რის შემდეგაც, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. 

დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე შეუძლიათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროპულმა საქართველომ მოსახლეობას ალტერნატიული საპენსიო მოდელი წარუდგინა

კომენტარები